დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პირველკლასელები ჩანთებითა და საკანცელარიო ნივთებით დასაჩუქრდნენ
07-12-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც სკოლას და თითოეულ მოსწავლეს მაქსიმალურად მხარში უდგას, რათა თითოეულმა ბავშვმა სათანადო განათლება მიიღოს.

სკოლის პირველკლასელებს საჩუქრად ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადაეცათ.

დირექტორი სვეტალანა ბოჩიკაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით სამადლობელ წერილს ავრცელებს. 

„მინდა etaloni.ge-ს საშუალებით ზორაირ კირაკოსიანს, რომელიც ამჟამად ერევანში ცხოვრობს, ხოლო მისი და, ჩვენი სკოლის პედაგოგია, მადლობა გადავუხადო. მან პირველი კლასის ცხრამეტივე მოსწავლეს სპონსორობა გაუწია, მათ ჩანთები და სხვადასხვა სახის მათთვის გამოსაყენებელი საკანცელარიო ნივთები გადაეცათ“, - აღნიშნავს სვეტლანა ბოჩიკაშვილი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203