ფაჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
07-12-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.

კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  • ნონა მახარაძე;
  • რამაზ დავითაძე;
  • თამთა სურმანიძე;
  • ლუკა მახარაძე;
  • ვიტალი ხოზრევანიძე;
  • მარიკა დავითაძე;
  • ლიკა ლასურიძე;
  • ნიკა მახარაძე;
  • მარიამ ბოლქვაძე;
  • ანა დავითაძე;
  • მადონა დავითაძე;
  • გვანცა გორგილაძე;

მათგან მარიამ ბოლქვაძე და ლუკა მახარაძე მეორე ეტაპზე გადავიდნენ. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხულოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხულოელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203