დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა
07-12-2021
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თუ საგანმანათლებლო კონკურსებში ხშირად და წარმატებით მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი - მაგიდის ჩოგბურთის, მინიფეხბურთისა და ფრენბურთის ჩემპიონატებში.

წელსაც ნოემბერი - დეკებრის თვეში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა; სპორტის მასწავლებელი ბაგრატი უნანიანია.

„საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახორციელებს სასკოლო სპორტის განვითარების სხვადასხვა პროგრამას. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2020 წელს შეიცვალა რიგი პროგრამების სტრუქტურული მხარე. კერძოდ, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მანამდე არსებული მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი თამაშების პროგრამული სტრუქტურისა, 2020 წელს, ჩამოყალიბდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და სასკოლო ლიგის შიდასასკოლო თამაშების (Be Active) სტრუქტურა. ეს თამაშები იმართება წელიწადში ორჯერ  -გაზაფხულის თამაშებისა და შემოდგომის თამაშების სახით, რომლებიც შემდგომ გრძელდება სკოლათაშორის თამაშებით მუნიციპალურ დონეზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203