„მოხარულნი და მოტივირებულნი ვართ“- მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორს Etaloni.ge-მ სკოლის სახელის ღირსეული წარმოჩენისათვის დიპლომი გადასცა
07-12-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორს, აღავნი ავაქიანს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა. 

სკოლაში დამსახურებული ჯილდოს მიღება ახარებთ.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი, „ეტალონი მასწავლებელი“ გურამ  მურმანუშვილი და მოსწავლეები მოხარულნი და მოტივირებულნი ვართ თქვენთან თანამშრომლობით, რომელსაც იმედია შემდგომშიც გავაგრძელებთ“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში, რეგულაციების დაცვით, მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203