„წარმატებები საბა მასწავლებელს, მრავალი გამარჯვებული ჰყოლოდეს სკოლაში“-მუხაესტატეს საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კვინტრაძე კონკურსის გამარჯვებულია
07-12-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კვინტრაძემ კონკურსში გაიმარჯვა და ფულადი ვაუჩერით დაჯილდოვდა. 

მის წარმატებაში დიდი წვლილი „მე და საზოგადოების“ მასწავლებელს - საბა ჯინჭარაძეს მიუძღვის. სკოლაში მასწავლებლის როლს აფასებენ და მადლობას უხდიან. 

„მადლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“ მასწავლებელს, საბა ჯინჭარაძეს, რომლის დამსახურებაა მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში.

გიორგი კვინტრაძეც ამ ერთ-ერთი ღონისძიების გამარჯვებულია. პირველ ადგილზე გავიდა და ფულადი ვაუჩერით დააჯილდოვეს თბილისში. წარმატებები საბა მასწავლებელს და მრავალი ასეთი გამარჯვებული ჰყოლოდეს სკოლაში“,- აღნიშნულია სკოლიდან მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203