ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - ბულინგი, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს
07-12-2021

3 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსჯელობის საგანი ჩვენი ეპოქისთვის მეტად მტკივნეული თემა - ბულინგი, გახლდათ.

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს მის გამომწვევ მიზეზებზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.

აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ: სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლიანა ბოკუჩავა და ინგლისური ენის მასწავლებელი: თეონა ტეტუნაშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203