ურთის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა
07-12-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა.

მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში, ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ.

აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას ემსახურებოდა. გამარჯვებულ მოსწავლეებსა და გუნდებს გადაეცათ სიგელები და პრიზები. 

ღონისძიება განხორციელდა ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელმა, მამუკა ქირიამ. მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში ხალისითა და მონდომებით ჩაერთვნენ.

მოსწავლეების აზრით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის აუცილებელია აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203