თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ შალამბერიძემ მალარიის შესახებ საინტერესო პროექტი განახორციელა
06-12-2021

თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის ნიჭიერმა მოსწავლე მარიამ შალამბერიძემ ბიოლოგიაში მალარიის შესახებ პროექტი განახორციელა. 

პროექტის დასახელება იყო: „უმარტივესი მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციური დაავადება - მალარია“. მოსწავლემ პრეზენტაციის მიმდინარეობისას ამომწურავად ისაუბრა ამ დაავადების შესახებ.

„მე-7 კლასის მოსწავლის მარიამ შალამბერიძის პროექტი ბიოლოგიაში „უმარტივესი მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციური დაავადება - მალარია“
კლასის დამრიგებელი: თამარ კენჭიაშვილი;
ბიოლოგიის პედაგოგი: თამარ მოსეშვილი“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203