ღრელის საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა ყველაზე მებრძოლი გუნდის ტიტული მოიპოვა
06-12-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდს ყველაზე მებრძოლი გუნდის პრიზი მოიპოვა.

საფეხბურთო ფესტივალი „მეგობრობა 2021“, სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებული იყო. მასში სულ 9 გუნდი მონაწილეობდა. 

ღრელის საჯარო სკოლის გუნდმა მეოთხე ადგილი და ყველაზე მებრძოლი გუნდის ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, ფესტივალის საუკეთესო მეკარის პრიზი ამავე გუნდის მეკარეს ცოტნე ზედგინიძეს გადაეცა.

სკოლის დირექტორი ნონა ივანიძე ამაყობს მოსწავლეთა მიღწევებით. მადლობას უხდის მათ, სპორტის პედაგოგსა და სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციას.

„სკოლის დირექცია, დირექტორი ქალბატონი ნონა ივანიძე მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციასა და მის ხელმძღვანელობას ასეთი საინტერესო აქტივობების ჩატარებისათვის, სკოლის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს ქალბატონ ნანა მაისურაძეს, მონაწილეობის მიღებისა და გაწეული  შრომისათვის. ხოლო სკოლის მოსწავლეებს თავდაუზოგავი თამაშისათვის და უამრავ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს ღრელის საჯარო სკოლის აღსაზრდელებსა და მათ სასკოლო საზოგადოებას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203