სამტრედიის N3 სკოლის მოსწავლე ოთო ნიკოლეიშვილმა კომიქსების კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
06-12-2021
სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, ოთო ნიკოლეიშვილმა განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კომიქსების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო, პირველი ადგილი მოიპოვა.

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის პედაგოგი ქეთინო მეფარიშვილია.

„ვულოცავთ ოთოს და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს, ქეთინო მეფარიშვილს ამ წარმატებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულებს განათლების ეროვნული ინსტიტუტისგან სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203