ზედაეწერის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაციებს ატარებენ
06-12-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები წაკითხული წიგნების შესახებ მცირე პრეზენტაციებს ატარებენ და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ.

მოსწავლეები წაკითხული წიგნების შესახებ ინფორმაციას თანაკლასელებს უზიარებენ. პრეზენტაციისას მცირე მინიშნებებსაც აძლევენ, რათა ერთმანეთს რომელიმე კონკრეტული წიგნის წაკითხვის სურვილი გაუჩინონ.

„მეცხრე კლასის მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს (კლასგარეშე ლიტერატურას) და ყოველი თვის ბოლოს ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს. აცნობენ ანოტაციას, ავტორს,მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს, კითხულობენ საინტერესო ეპიზოდებს და ფრაზებს. პრეზენტაციას ახლავს საინტერესო მინიშნებები, რათა სხვასაც გაუჩნდეს წიგნის წაკითხვის სურვილი. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში,რომელსაც მეორე წელია წარმატებით ვახორციელებთ. დაგეგმილი გვაქვს სხვა კლასებში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203