დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
06-12-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.

მოსწავლეებმა პედაგოგ თეა ქავთარიას ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს. ოთახი საზეიმოდ მოირთო, მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა პერფორმანსი შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„რა კარგია შემოდგომა, ყველგან მღერიანო... სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა -კლასის ხელმძღვანელი თეა ქავთარია, შინაარსიანი, საინტერესო და ემოციებით სავსე საშემოდგომო ღონისძიება შემოგვთავაზეს. ბარაქიანი, ხვავიანი და ოქროსფერი შემოდგომა, მხატვრული ლექსებით, ცეკვითა და სიმღერებით გააცილეს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203