ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
06-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა დამრიგებელ მაია ვერძაძის ხელმძღვანელობით, შემოდგომას მრავალფეროვანი აქტივობა მიუძღვნეს.მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ტანსაცმელი ჩაიცვეს, საშემოდგომო ფოტოები ამობეჭდეს, შემოდგომის ნობათი დაალაგეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„შემოდგომა გაგვეპარა, მიილია, მიიწურა“- ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბარაქიან შემოდგომას“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203