ახალი სამგორის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებს რეაბილიტაცია უტარდება
06-12-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის მეორე სართულზე განთავსებულ საკლასო ოთახებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
სკოლამ საგრანტო კონკურსში დაფინანსება მოიპოვა და აღნიშნულ სასიამოვნო სიახლესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სკოლა თავად ავრცელებს:
„ჩვენს სკოლაში კვლავაც სასიამოვნო სიახლეა. კვლავ მშვენდება და ლამაზდება საკლასო ოთახები. სკოლამ წელსაც მიიღო მონაწილეობა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC -ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და მიღებული გრანტითა და სკოლის თანადაფინანსებით გარემონტდა სკოლის მეორე სართულზე არსებული საკლასო ოთახები. გვაქვს არაჩვეულებრივად ლამაზი სივრცე: სასიამოვნო ნათელი ფერებით შეღებილი კედლები, თანამედროვე განათებები, კომფორტული იატაკი. მადლობა ადგილობრივ თემს, სოფლის მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, მონაწილეობა მიგვეღო საგრანტო კონკურსში. მადლობა CDI 6- ის პროექტის მენეჯერს, ქალბატონ მაკა პაპუკაშვილს, ბატონ ჯონდო კვიტიასა და კომპანია bp-ის გაწეული შრომისა და თანამშრომლობისათვის; მადლობა მათ ბავშვების სიხარულით ანთებული თვალებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს