ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობენ
06-12-2021
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა თამარ ლაბაძემ, ბარბარე მახათაძემ და ბაჩი ჩიბურდანიძემ „კინგისის“ ოლიმპიადაში ოქროს მედლები და დიპლომები დაიმსახურეს.
მათი პედაგოგი ამაყია მოსწავლეებით და ამ წარმატებას ულოცავს.
„მასწავლებლისთვის არ არსებობს იმაზე მეტი ჯილდო და სიხარული, როგორიც შენი შრომის დანახვა და დაფასებაა. დღეს ძალიან გამახარეს ჩემმა მეოთხეკლასელებმა: თამარ ლაბაძემ, ბარბარე მახათაძემ და ბაჩი ჩიბურდანიძემ, რომლებმაც 3-3 ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს „კინგსის“ და „ინტელექტის ოლიმპიადებზე“ ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. უამრავი წარმატება კვლავაც ჩემო ლამაზებო“,- წერს პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს