„აქტივობა მიზნად ისახავდა ფანტაზიის, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას“-კაკაბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიორამა შექმნეს
06-12-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ამჯერად, პედაგოგ მარეხ ოქრომჭედლიშვილის ხელმძღვანლობით, II კლასის მოსწავლეებმა შინაური ცხოველების, ფრინველებისა და მათი ნაშიერების დიორამა შექმნეს.

მოსწავლეებმა დავალება დიდი მონდომებითა და ხალისით შეასრულეს.

„ეს სახალისო აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფანტაზიის, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ ამ პროცესში და დავალებას შესანიშნავად გაართვეს თავი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203