იანეულის საჯარო სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
06-12-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება და მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
სკოლა ამჯერად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შშმ პირთა უფლებებზე, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრეს; ასევე, იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
აღნიშნული აქტივობის ხელმძღვანელი სკოლის სპეციალური მასწავლებელი თამარ ფიფია იყო.