დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
06-12-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებით წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ნათია მელაძემ, ხათუნა სიხუაშვილმა, მაია კეკელიშვილმა და მაკა მიქელაძემ გაუწიეს. 

„დაბა თამარისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლამაზად გააცილეს 2021 წლის შემოდგომა. მადლობა მათ და ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს: ნათია მელაძეს, ხათუნა სიხუაშვილს, მაია კეკელიშვილს და მაკა მიქელაძეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203