„გრიგოლ ხანძთელის კვალდაკვალ“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
06-12-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად​, სკოლის მე-10 კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი - „გრიგოლ ხანძთელის კვალდაკვალ“ ჩატარდა.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები, პრეზენტაციების სახით გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობასა და მისი თაოსნობით აშენებული ეკლესია-მონასტრების შესახებ. აღნიშნულმა თემამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია; მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და შესანიშნავად გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს“, - აღნიშნავს ქართული ენის მასწავლებელი ქეთევან სვანიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203