თბილისის N108 საჯარო სკოლის VIII კლასში პროექტი - „ავიცრა VS არ ავიცრა“ განხორციელდა
06-12-2021
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის VIIIე კლასმა მედიაწიგნიერების დღე აღნიშნა პროექტით - „ავიცრა VS არ ავიცრა“.
აღნიშნული პროექტის შესახებ მეტ დეტალურ ინფორმაციას სკოლის ქიმია ბიოლოგიის პედაგოგი ლუსანა ლომაია ავრცელებს.
„ციფრულ სამყაროში რომ არ „დავიკარგოთ“, მედიაწიგნიერების უნარები გვჭირდება. მე, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა, მიზნად დავისახე დეზინფორმაციის გაბათილება მეცნიერული ფაქტებით და ჩატარებული გამოკვლევებით. მოსწავლეებმა გააბათილეს მასმედიაში გავრცელებული ანტივაქსერული დებულებები, პროგრამა Fact Ceck-ში მუშაობით დაამტკიცეს ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული სურათების ნამდვილი წარმომავლობა, საკუთარი კვლევის საფუძველზე (ლაბორატორიაში მოხდა პირბადეზე და დაუბანელ ხელზე არსებული ბაქტერიების კულტივირება) დაამტკიცეს, რომ პირბადე და ხელების ხშირი დეზინფექცია გვიცავს ბაქტერიებისგან, ჩაატარეს კვლევა მასწავლებლებსა (82 მასწავლებელი) და მშობლებში (1034 მშობელი), გამოიკვლიეს და გაანალიზეს მათთვის საინტერესო საკითხები, დაამზადეს პროექტის ლოგო. იმსჯელეს, თუ რა მიზნებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. ისაუბრეს კოვიდაფეთქებისას ადამიანების გმირულ საქციელსა და თავდადებაზე. პროექტის ბოლოს შემაჯამებელი ქვიზი შეასრულეს“, - აღნიშნულია პედაგოგის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს