ენაგეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგა გოგიაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში მედალი დაიმსახურა
06-12-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლასა თუ წარმატებას, სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

მეხუთე კლასის მოსწავლემ, გოგა გოგიაშვილმა „კინგსის“ ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი და დიპლომი დაიმსახურა.

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ მეხუთე კლასის მოსწავლეს გოგა გოგიაშვილის „კინგსის“ ოლიმპიადაში გამარჯვებას და ვერცხლის მედლის და დიპლომის მიღებას. ვუსურვებთ წარმატებას და წინსვლას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203