„განძის რუკა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა
06-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად VIIIა კლასში მათემატიკაში საინტერესო კომპლექსური დავალების - „განძის რუკა“ პრეზენტაცია ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მათემატიკის პედაგოგი ნათელა ბაზაძეა, ხოლო კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ჯიშკარიანი გახლავთ.
„მოსწავლეებმა აირჩიეს ორივე მარშრუტი. შექმნეს კომპლექსურ დავალებაში აღწერილი სამუშაოს მსგავსი რუკები, ლოკაციებად აირჩიეს მათთვის ნაცნობი ადგილები. აქტიურად გამოიყენეს ბარათებზე მოცემული გამოსახულებები და სიმბოლოები, შეადგინეს ისეთი წილადური გამოსახულება, რომლის გამარტივების შემდეგ შეძლეს დასმული ამოცანის ამოხსნა. მოსწავლეებმა მოახდინეს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის მოდელირება. პრეზენტაციის ბოლოს მოხდა მოსწავლეთა შეფასება სოლო ტაქსონომიით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს