ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორმა გუნდმა ჰაკათონში გაიმარჯვა
06-12-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორმა გუნდმა „მატრიქსიმ“ და “გრადაციამ” ფაბლაბ ილიაუნის ორგანიზებით გამართულ ჰაკათონში - „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“ გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.

ჰაკათონი საერთაშორისო პროექტის - DigiEduHack ფარგლებში განხორციელდა. მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და 5 არდუინოს ნაკრები. 

„გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი თითოეულ მონაწილეს ულოცავს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203