ჯიმითის საჯარო სკოლაში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია გაიმართა
06-12-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში დირექციის ხელშეწყობით ხშირად იმართება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები თუ აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები და მშობლებიც კი დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია განხორციელდა, რომელსაც მოსწავლეთა მშობლებიც ხალისით შეუერთდნენ.

„ჯიმითის საჯარო სკოლაში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია გაიმართა. აღნიშნულ აქციას შეუერთდნენ მშობლებიც. ასე, მაგალითად, თეა მულაძემ სკოლას პალმის ნერგი შესწირა და ასე გამოხატა თანადგომა ამ წამოწყების მიმართ. მადლობას ვუხდით ქალბატონ თეას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საშვილიშვილო საქმეს შეუერთდა და მასში მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203