
1- 2 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-3ბ კლასში თემაზე - „სიკეთე“ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, თემა გააანალიზეს და ცხოვრებაში დასახულ მიზნებს დაუკავშირეს.
მოსწავლეთა მასწავლებელი დალი ტეტემაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.