თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი საშემოდგომო ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს
თბილისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.ამჯერად, სკოლის მე-2
გ კლასში პედაგოგმა, თეა სვიმონიშვილმა თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“ კომპლექსური გაკვეთილი ჩაატარა.
ნიჭიერმა და მონდომებულმა ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს; ასევე ფოთლების გამოყენებით გვირგვინები შექმნეს და აპლიკაცია - „შემოდგომის ხე“ ააწყეს.
იხილეთ ვიდეო ლინკზე: