
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში პედაგოგ თამარ გულორდავას ხელმძღვანელობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, პანდემიის გამო, რეგულაციების დაცვით, კლასებში ინდივიდუალურად აღინიშნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ თემაზე მოეწყო პრეზენტაცია, წარიმართა დისკუსია - თუ ვინ არიან შშმ პირები, რა ბარიერები ექმნებათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, რა გზები არსებობს ამ ბარიერების დასაძლევად. აქცენტი გაკეთდა სწორ და არასწორ ტერმინოლოგიაზე და სტიგმატიზაციაზე...
„დასასრულს მოსწავლეებმა გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები: „შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს“... „ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია“...„განსხვავებულობა არის ნორმა“.
გზავნილები პლაკატების სახით ყველა ოთახში და სკოლის სივრცეში გააკრეს...გამოთქვეს სურვილი მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ ღონისძიებებში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.