თბილისის N112 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, თვითმმართველობის დღე გაიმართა
03-12-2021
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის N112 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, თვითმმართველობის დღე გაიმართა.

სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა სკოლის ერთი დღით მართვას ღირსეულად გაართვეს თავი.

„ტრადიციულად წელსაც გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე. დღე, როდესაც თავად მოსწავლეები მართავენ სკოლას; უნდა აღინიშნოს, რომ მათ ძალიან კარგად და ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს; დღის ბოლოს დაღლილები, ამაყები გახარებულები დიდი ემოციებით საუბრობდნენ. მათ სულ სხვა თვალით დაინახეს და დააფასეს სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელის და ასევე ადმინისტრაციის როლი. ბავშვებო! თქვენ ხართ ჩვენი საამაყო და ღირსეული მომავალი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203