ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა.
მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთსა და „მხიარულ სტარტებში“ შეეჯიბრნენ.
აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პუპულარიზაციას ემსახურებოდა.
„მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში ხალისითა და მონდომებით ჩაერთვნენ. მოსწავლეების აზრით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის აუცილებელია აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებში“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: