ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე თურმანიძე აჭარის რეგიონალური გუნდური ოლიმპიადის მიმდინარეობაში აქტიურად მონაწილეობდა
03-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი პედაგოგი ეკატერინე თურმანიძე აჭარის რეგიონალური გუნდური ოლიმპიადის მიმდინარეობაში აქტიურად მონაწილეობდა.
ის, როგორც წარმატებული წამყავნი პედაგოგი, კიდევ 3 მასწავლებელთან ერთად, ოლიმპიადის ტესტების შემდგენად და შემფასებლად შეირჩა.
თავდაპირველად ამ ოლიმპიადის პირველი ტური რესურსცენრში ჩატარდა, შემდეგ კი საუკეთესო გუნდები ერთმანეთს შერატონში შეეჯიბრნენ.
„შერატონში წარმატებულად ჩატარებული აჭარის რეგიონალური გუნდური ოლიმპიადის სულისჩამდგმელთა შორისაა ეკატერინე თურმანიძეზემო წინსვლის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი. ჰოდა, კი აქვს საამაყოდ საქმე სკოლას!მასწავლებლით დავიწყეთ,მალე გამარჯვებული მოსწავლეებიც გვეყოლება“,- წერს სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე.