მუქედის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ მასწავლებელს, ნუნუ თვალაბეიშვილს პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავი განსაკუთრებულად მიულოცეს
03-12-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნუნუ თვალაბეიშვილს პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. პედაგოგს სასკოლო საზოგადოებამ საიუბილეო საღამო მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ ნუნუ თვალაბეიშვილი ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელია და უკვე მრავალი წელია განათლებული მომავალი თაობის სამსახურშია.

„სკოლამ პანდემიის გამო მოკრძალებულად აღნიშნა მრგვალი თარიღი და მოეფერა ნუნუ მასწავლებელს. იყო ლექსი, სითბო და სიყვარული... საღამოს სიხარულის ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია... კიდევ ერთხელ ვულოცავთ და კვლავაც ასეთი შემართებით ემოღვაწეოს ინგლისური ენის წამყვან მასწავლებელს“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203