ბოხვაურის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსმა პედაგოგმა, მაია ვარდიაშვილმა შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა
03-12-2021
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსმა პედაგოგმა მაია ვარდიაშვილმა შიდა დაკვირვების პირველი გაკვეთილი ჩაატარა.

უფროსმა მასწავლებელმა გაკვეთილი - „ტრიგონომეტრიული ფუნქციების გრაფიკები“, მე-11 კლასში ჩაატარა. 

გაკვეთილი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის წინაშე მიმდინარეობდა.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის წინაშე, რეგულაციების დაცვით, 2021-2022 სასწავლო წლის 26 ნოემბერს, მათემატიკაში, შიდა დაკვირვების პირველი გაკვეთილი ჩაატარა მაია ვარდიაშვილმა - ბოხვაურის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსმა მასწავლებელმა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203