წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
03-12-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის V კლასში ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. კომპლექსური დავალების შემაჯამებელ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თხზულება - „იავნანას ძალა“, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ჯავახაძე, მუსიკის პედაგოგი ხათუნა იობაშვილი, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მარინა გურეშიძე არიან.
„კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები: შეადგინეს უცნობ სიტყვათა ლექსიკონი, ცალკეული თავის გეგმა, პერსონაჟთა რუკა, კროსვორდები, დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები მოთხრობიდან, მოისმინეს - „იავნანას“ რამდენიმე ვარიანტი და თავადაც შეისწავლეს ეს სიმღერა; ქართულ და ლეკურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა წარმოადგინეს მოთხრობის პერსონაჟები. აქტივობები მიზნობრივად იყო შერჩეული და დაეხმარა მოსწავლეებს მოთხრობის დედააზრის წვდომასა და კომპლექსური დავალების შესრულებაში. ნამუშევრებში მათ გამოხატეს თავიანთი ემოციები და გრძნობები. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობამ სულ სხვა თვალით დაანახა და შეაყვარა მათ ეს სიმღერა. მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები და დაამყარა უკუკავშირი. გაკვეთილი მაღალ დონეზე შეაფასა სკოლის დირექტორის მ/შ მაია ქობულიამ. გაკვეთილის დასასრულს მთელმა კლასმა იმღერა - „იავნანა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს