თბილისის N21 სკოლის ისტორიის პედაგოგმა, მაგდა ჯანელიძემ მე-9 კლასის მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
03-12-2021

თბილისის N21 სკოლის მე-9 კლასში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ისტორიის პედაგოგმა, მაგდა ჯანელიძემ კომპლექსური დავალება ჩაატარა. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ: განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, სკოლის ქოუჩი მარეხ ჩიკვაიძე, კლასის დამრიგებელი ნუცა ლებანიძე და ასევე კათედრის სხვა პედაგოგები. 

„ამ მოდელის პირველი სეგმენტი არის ისტორიული ესე - ერეკლე მეფე, როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. კლასის მოსწავლეების ნაწილი, რომლებიც დისტანციური სწავლების ფორმაზე იყვნენ, გაკვეთილს ონლაინ დაესწრნენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლებში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203