ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ფესვების“ წევრებმა სასკოლო საზოგადოებას განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს
03-12-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ფესვების“ წევრებმა ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პროექტ - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021-ის“ ფარგლებში პრეზენტაცია წარადგინეს.
სასკოლო საზოგადოებას მთელი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს და ასევე, განხილულ იქნა თითოეული ეტაპი, რაც მათ გამოიარეს; აგრეთვე ისიც, თუ რა შეცვალა თითოეული მონაწილის ცხოვრებაში ამ პროექტმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას პროექტის კახეთის კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი ესწრებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს