„პედაგოგებს სჭირდებათ სრული მხარდაჭერა“- მალვინა ოსეფაიშვილი, ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
03-12-2021

რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? და მისი აზრით რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მალვინა ოსეფაიშვილი პასუხობს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- პანდემიასთან დაკავშირებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხრიდან რეკომენდაციების დაცვის უდიდესი პასუხისმგებლობა.

- მოსწავლეს სურს. . .

- ისწავლოს პანდემიის გარეშე - უსაფრთხო გარემოში.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- მოსწავლეებში დისტანციის დაცვა.

 - პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

 - აღიარებას და შეფასებას, წარმატების და წარუმატებლობის გაცნობიერებას.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- ვისწავლოთ და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შიში არ იქნება.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- სრული მხარდაჭერა.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებას ყველა კლასში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203