გომბორის საჯარო სკოლაში, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გაიმართა
03-12-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება, სადაც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების და პრევენციის შესახებ, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის გაძლიერება.
„მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაციები აივ ვირუსის მიერ გამოწვეული შიდსის შესახებ ისტორიული ცნობები, მსოფლიო სტატისტიკა, დაავადების სიმპტომები, ინფიცირების რისკები და რაც მთავარია, რისკის შესამცირებლად სიფრთხილის დაცვის წესები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინფორმაციო ბუკლეტები, კედლის გაზეთები და რჩევების წიგნი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს