
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა „დროში იმოგზაურეს“ და ქართველ რომანტიკოსთა ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.
ღონისძიების თემა გახლდათ - რომანტიზმი და რომანტიკოსები; საგანი: ქართული ლიტერატურა; პედაგოგი: ლელა თოდუა;
„აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული სალონის ფარგლებში „დროში იმოგზაურეს“. „დროში მოგზაური“ მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, ერთად მე-19 საუკუნეში მანანა ორბელიანის ლიტერატურულ სალონს ესტუმრნენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: