წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა შემოდგომა მრავალფეროვანი აქტივობებით გააცილეს
03-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებისთვის ხშირად მართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს და ბავშვებიც დიდი ხალისით ერთვებიან.
ამჯერად მე-5გ კლასის დამრიგებელმა, სალომე ქობალიამ და მისმა უნიჭიერესმა მოსწავლეებმა შემოდგომას მხიარული გაცილება მოუწყვეს.
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა პედაგოგთან ერთად არაერთი მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელეს.
„ამ წელს, შემოდგომა უკანასკნელად ხუჭავს თვალებს ანუ შემოდგომის ბოლო დღეა.. მხიარული გაცილება მოუწყვეს წელიწადის ამ ხვავრიელ, ნოყიერ, ნაყოფიერ და ფერად წელიწადის დროს წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის დამრიგებელმა, სალომე ქობალიამ და მოსწავლეებმა, რომლებმაც საკუთარი ხელით შექმნეს მაკეტები, გადაიღეს ფოტოები, მოაწყვეს ფოტოგამოფენა, ჩანახატებითა და ლექსებით მიესალბუნენ შემოდგომას, მიირთვეს ბადაგი, მოადუღეს თათარა, გააკეთეს ჩურჩხელები და მოაწყვეს ხვავრიელი შემოდგომისათვის დამახასიათებელი სოფლის ნობათის ნაირსახეობების გამოფენა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფ. ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილი დ.სილაგაძე და ხელოვნების მასწავლებელი თ. კაკაბაძე, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს ამ ლამაზი დღის მოწყობის გამო, შეაქეს მე-5გ კლასის მოსწავლეები და საახალწლო საჩუქრებიც გადასცეს. ბოლოს კი დაასკვნეს, რომ შემოდგომა ძალიან ლამაზია ზოგადად, თუმცა განსაკუთრებულია იმერეთში - „გიორგობის თვეში გულს გაუჩნდა რეჩხი, გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდა სამოთხეში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს