საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგობრებს წერილები მისწერეს და ემოციები გაუზიარეს
03-12-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მეგობრებს წერილები მისწერეს და ემოციები გაუზიარეს. 

„საყუნეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებში წერილების შექმნამ ხალისი და ინტერესი გამოიწვია.  წერილის მახასიათებლის შესწავლის მიზნით, ილუსტრაციებით, ნახატებით გაფორმებული დავალებები საინტერესო აღმოჩნდა უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის“,- აღნიშნავს ქართული ენის პედაგოგი მაია ავეტისიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203