ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ცეცხლი მეგობარია, ცეცხლი მტერია“, მიმდინარეობს
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ცეცხლი მეგობარია, ცეცხლი მტერია“, მიმდინარეობს.
პროექტი სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით ხორციელდება და ამჯერად, მისი პირველი ეტაპი განხორციელდა.
აღნიშნული აქტივობის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი ამბროსი მელქაძეა. პროექტში 3 საგნობრივი კათედრაა ჩართული.
„სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით განხორციელდა პროექტის - „ცეცხლი მეგობარია, ცეცხლი მტერია“, პირველი ეტაპი. ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი ამბროსი მელქაძე, სამიზნე ჯგუფი - IX კლასი.
პროექტში ჩართულია 3 საგნობრივი კათედრა: უცხო ენის - მარიეტა ფარცხალაძე, ალისა ჩარკვიანი, საზოგადოებრივი მეცნიერებების - მაია მაჭარაძე, მადონა გოფოძე. მათემატიკისა და ისტ-ის - თამარ ჩხენკელი, ფიზიკური კულტურის - თეიმურაზ მეძველია, თამაზ წულაია. პირველ ეტაპზე, დაგეგმილი საგაკვეთილო ციკლის მიხედვით, გაკვეთილი ჩაატარა მაია მაჭარაძემ“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: