
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“ აქტიურად ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა. კერძოდ, მოსწავლეებმა დაამზადეს ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ბუკლეტი.
„მოსწავლეებმა ბუკლეტში თეზისებად ჩამოაყალიბეს როგორ და რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, შეგვახსენეს მნიშვნელოვანი თარიღები გარემოს დაცვის მიმართულებით.
აქტივობა მიზნად ისახავდა კიდევ უფრო ღრმად გაეაზრებინათ გარემოს დაცვის და მასზე ზრუნვის მნიშვნელობა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: