ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა ჩაუტარდათ
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა ჩაუტარდათ.
შეხვედრა, შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალმა გამართა.
მოსწავლეები აღნიშნულ შეხვედრაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: