ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება ჩატარდა
03-12-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში ღონისძიება „1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“ ჩატარდა. 

ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ ბიოლოგიის მასწავლებელი მზია დანელია.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა არის შიდსი? რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო დაავადების თავიდან ასაცილებლად. ღონისძიების ბოლოს დოკუმენტური ფილმის - „შიდსი განაჩენი არ არის“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203