
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები პედაგოგ ემზარ ჭიჭინაძესთან ერთად ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, მათ შორის ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუში, შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების ნიმუშები, საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, ხის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინისა და ქსოვილის მდიდარი კოლექციები და XIX-XX სს-ის პერიოდულ გამოცემათა კომპლექტები დაათვალიერეს.
მოსწავლეები მუზეუმიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: