პირველი მაისის საჯარო სკოლაში ხელოვნებაში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
03-12-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში, მე-4 კლასში მოსწავლეებმა ხელოვნების საგანში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა; მონდომებული მოსწავლეების პედაგოგი ტარიელ კაპანაძე გახლავთ.
კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა - სანიშნეები, მოსაწვევები და მისალოცი ბარათები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. მოსწავლეებმა მსგავსი დავალებების განმეორებით შესრულების სურვილი კვლავ გამოთქვეს.