ჩაისუბნის N2 სკოლის პედაგოგმა, ირმა რიოიძემ მოსწავლეებთან ერთად სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესწავლა დაიწყო
03-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ და მოსწავლეებიც დიდი ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ირმა რიოიძემ X კლასელებთან ერთად სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესწავლა დაიწყეს - რკინის სადნობი ქურები და მეტალურგია სოფელ ჩაისუბანში.

„ჩვენი სოფლის რკინის სადნობ ქურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ამ ძეგლის, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცნობიერება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, გაანალიზებენ, რომ ჩვენს სოფელში მიმდინარე ისტორიული პროცესები საქართველოს ისტორიის შემადგენელი ნაწილია, ასევე გაიაზრებენ არქეოლოგიის მნიშვნელობას. ძალიან აქტიურ, შრომისმოყვარე X კლასელებთან ერთად მოვახდინეთ ძეგლის პირველადი დათვალიერება. ძეგლზე გასვლამდე გავეცანით წესებს, რაც აუცილებელია ძეგლზე მუშაობისას. მოსწავლეებმა კითხვარის გამოყენებით აღწერეს ძეგლი, გააკეთეს ჩანაწერები და მუშაობის პროცესში გაჩენილმა კითხვებმა გააჩინა ინტერესი ძეგლის სრულყოფილად შესასწავლად“, - წერს პედაგოგი ირმა რიოიძე.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203