„ოქროს შემოდგომა“ - იხტილის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო აქტივობა
03-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში მოსწავლეებისთვის ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.
სკოლის მე-2 კლასში, მშობლიური ენის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა - „ოქროს შემოდგომა“ განხორციელდა და პატარა, ნიჭიერი მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ჟანნა ბახჩაგულიანია.