მეორე სვირის N1 სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
03-12-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის პირველ ეტაპზე სკოლიდან შემდეგი 11 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს:

  1. ელენე წაქაძე;
  2. ეკა ქობალია;
  3. ბექუნია ჭრელაშვილი;
  4. მარიამ ქობალია;
  5. თორნიკე ფუტკარაძე;
  6. მარიამი კოხრეიძე;
  7. დავით კოხრეიძე;
  8. ნინი თუთარაშვილი;
  9. დეა წაქაძე;
  10. საბა კურპატოვი;
  11. გოდერძი ჭულუხაძე.
აღსანიშნავია, რომ დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე - მარიამ ქობალია და ეკა ქობალია გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ზესტაფონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203