თბილისის N120 საჯარო სკოლამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მადლობის წერილი მიიღო
03-12-2021
თბილისის N120 საჯარო სკოლამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მადლობის წერილი მიიღო.

სკოლა პროექტში - „შეფასება განვითარებისათვის“, მონაწილეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიც სწორედ ამ პროექტში აქტიური ჩართულობისათვის უხდის მადლობას.

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, ასევე მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური მონაწილეობისათვის პროექტში - „შეფასება განვითარებისათვის“.
დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ჩართულობა ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებასა და ჯანმრთელობას“,- წერია მადლობის წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203